საქრთველოს ისტორიული ძეგლები

საქართველოს ისტრიული ძეგლები ალავერდი კახეთში, ახმეტის რაიონში , კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის ველზე შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ტაძარი - ალავერდი მდებარეობს , რომლის აგება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. ალავერდი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკლესია იყო თბილისში სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე. ალავერდის ტაძარი გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ამ ადგილის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ალავერდში დაკრძალული არიან კახეთის მეფეები. გრემი გრემი XVI საუკუნის ძეგლია კახეთში , ყვარლის მუნიციპალიტეტში. ეს დიდი კომპლექსია, რომელიც აერთიანებდა: მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, სასახლე-სამრეკლოს, სამეურნეო ნაგებობებს, აბანოებს, ბაზარსა და ქარვასლას. ეს ყველაფერი კი გალავნით იყო გარშემორტყმული. გრემი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. 1975 წლიდან კომპლექსი მუზეუ...