Posts

Showing posts from April, 2025

საქრთველოს ისტორიული ძეგლები

Image
 საქართველოს ისტრიული ძეგლები ალავერდი კახეთში,  ახმეტის რაიონში , კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის ველზე შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ტაძარი -  ალავერდი მდებარეობს , რომლის აგება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება.  ალავერდი საუკუნეების განმავლობაში  საქართველოს  ყველაზე მაღალი ეკლესია იყო თბილისში სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე. ალავერდის ტაძარი გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ამ ადგილის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ალავერდში დაკრძალული არიან კახეთის მეფეები. გრემი გრემი XVI საუკუნის ძეგლია  კახეთში , ყვარლის მუნიციპალიტეტში. ეს დიდი კომპლექსია, რომელიც აერთიანებდა: მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, სასახლე-სამრეკლოს, სამეურნეო ნაგებობებს, აბანოებს, ბაზარსა და ქარვასლას. ეს ყველაფერი კი გალავნით იყო გარშემორტყმული.  გრემი კახეთის  პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.  1975 წლიდან კომპლექსი მუზეუ...

პირველი კომპიუტერი

Image
  მსოფლიოს პირველი მექანიკური კომპიუტერი 1822 წელს შეიქმნა. მისი შემქნელი გახლდათ ინგლისელი მათემატიკოსი ჩარლზ ბაბიჯი, რომელსაც დღეს კომპიუტერის მამად მოიხსენიებენ. სამწუხაროდ კომპიუტერის მამად წოდებული მეცნიერი, საკუთარი იდეების განხორციელებას არ მოსწრებია. მის მიერ დაგეგმარებული კომპიუტერი, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა უმცროსმა ვაჟმა, ჰენრი ბაბიჯმა აქცია რეალობად 1910 წელს. მამა-შვილ ბაბიჯების ქმნილებას, კომპიუტერის დღევანდელ სახესთან ძალიან ცოტა რამ გააჩნია საერთო. ვიზუალურადაც იმდენად განსხვავებული ფორმა და დიზაინი აქვს, ვერც კი მიხვდებით, რომ ეს კომპიუტერი იყო. ვიზუალურად, დღევანდელ კომპიუტერთან საერთო ცოტა რამ ჰქონდა პირველ პროგრამულ კომპიუტერ Z1-საც, რომელსაც შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის 1936 -1938 წლებში, გერმანელმა მეცნიერმა კორნად ზუსმა საკუთარი მშობლების სასტუმრო ოთახში ააწყო და 1939 წლამდე კორნარდის მეცნიერული საქმიანობის სპონსორები მისი მშობლები იყვნენ. Z1 საზოგადოებას წარუდგინეს 1941 წელს და Z სერიის კომპიუტერები ითვლებიან თანამედროვე კომპი...